საქართველოში საწვავის მარაგისა და ფასის მხრივ სრული სტაბილურობაა
ნავთობპროდუქტების
ბაზარზე მარაგების და
ფასების მხრივაც
სტაბილურობაა. ბოლო
პერიოდში გლობალურ
ბაზრებზე მინდინარე
ტენდენციას ქართული
კომპანიებიც ადეკვატურად
პასუხობენ, თუმცა
რეაგირება ობიექტური
მიზეზის გამო ერთდროულად
ვერ ხერხდება. როგორც
ცნობილია, საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტომ 2024 წელს
საავტომობილო საწვავის
(ბენზინი, დიზელი) ბაზრის
მონიტორინგი ჩაატარა და
მისი ერთ-ერთი შენიშვნა
სწორედ კომპანიების
საფასო პოლიტიკას
უკავშირდება.კონკურენციის
სააგენტოს პრესსამსახურის
მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, საცალო
ფასების მიმართულებით, 2024
წლის იანვარი-თებერვლის
პერიოდი ფასების
შემცირების ტრენდით
ხასიათდებოდა.,,მარტი-ივნისის
პერიოდში მსხვილი
კომპანიების მიერ
იმპორტირებული საწვავის
თვითღირებულება, ამავე
წლის იანვარი-თებერვლის
პერიოდთან შედარებით,
გაზრდილია, შესაბამისად,
გაიზარდა საცალო ფასებიც.
ივლისი-სექტემბრის
პერიოდში მსხვილი
კომპანიების მიერ
იმპორტირებული საწვავის
თვითღირებულება შემცირდა,
ამავე წლის მარტი-ივნისის
პერიოდთან შედარებით.
აღნიშნულის პარალელურად,
საცალო ფასების შემცირება
მოხდა 23 სექტემბრიდან
ოქტომბრის თვის ჩათვლით
პერიოდში, რაც, სააგენტოს
პოზიციით, შესაძლებელია,
განხილულ იქნეს როგორც
დაგვიანებული
ასახვა.კონკურენციის
სააგენტო ბენზინისა და
დიზელის ბაზარს,
გამომდინარე მისი
მოცულობიდან და
გავლენიდან სხვადასხვა
ბაზარზე, მათ შორის
ლოგისტიკურ პროცესებზე,
განიხილავს სტრატეგიულ
ბაზრად. აღნიშნულის და იმ
ფაქტის გათვალისწინებით,
რომ სააგენტოს მიერ
განსახილველ ბაზართან
მიმართებით წარსულში
იდენტიფიცირებულია
კონკურენციის შემზღუდველი
შეთანხმებები, ბაზრის
მონიტორინგი უწყვეტად
ხორციელდება, რაც,
პრევენციულ ეფექტთან
ერთად, მიზნად ისახავს
უწყვეტ რეჟიმში
დაკვირვების შედეგად
კონკურენციის
კანონმდებლობის დარღვევის
რისკების იდენტიფიცირების
შემთხვევაში
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
რეაგირებას“, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.ანგარიშის
მიხედვით, 2024 წელს,
ქვეყანაში 47 ეკონომიკური
აგენტის მიერ 1 668 280 ათასი
ლიტრი 2 781 481 558 ლარის
ღირებულების ბენზინისა და
დიზელის იმპორტი
განხორციელდა, რაც 2023 წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541
612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება.
ბაზრის იმპორტის დონის
კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა
959 ერთეული შეადგინა, რაც
დაბალკონცენტრირებული
ბაზრის მაჩვენებელია. სამი
ყველაზე მსხვილი
იმპორტიორი ეკონომიკური
აგენტის წილმა საერთო
იმპორტში შეადგინა 44%, 5
იმპორტიორის – 62%. ბაზრის
იმპორტის დონეზე
დომინანტი ეკონომიკური
აგენტი არ ფიქსირდება,
ასევე ადგილი არ აქვს
ჯგუფური დომინანტური
მდგომარეობის
არსებობისთვის აუცილებელ
ერთ-ერთ კომპონენტს
საბაზროს წილების
სახით.ნავთობპროდუქტების
იმპორტიორთა კავშირის
ხელმძღვანელმა ვახტანგ
იობაშვილმა
"ბიზნეს-რეზონანსთან"
დეტალურად ისაუბრა იმ
ფაქტორების შესახებ, რის
გამოც კომპანიები ფასებზე
დროულად ვერ რეაგირებენ,
თუმცა ცვლილებას
ადეკვატურად ასახავენ, რის
შესაძლებლობასაც
გლობალური ტენდენცია
იძლევა.,,ნავთობპროდუქტების
ბაზარზე ფასებთან
დაკავშირებით მოლოდინი
ყოველთვის ვერ ამართლებს.
ბოლო დროს იმდენად დიდი
სხვაობაც არ ყოფილა, რომ
ბიზნესს გრძელვადიანი
გადაწყვეტილებები მიეღო.
ყველა კომპანიებს აქვთ
მარაგი, მცირე
კომპანანიებსაც კი,
ვინაიდან მიბმული არიან
ქეყნის სანვთობო ბაზრზე და
ყველა მუშაობს ერთი
ფორმულით, რომ აკონტროლონ
ვალუტის კურსი, შემდეგ უკვე
საერთაშორისო ბაზრები და
მომწოდებელი ქვეყანა,
შეთავაზებული ფასები,
რასაც ყოველთვის
გრძელვადიან
პერსპექტივაში ვერ
განიხილავ. შეთავაზება
ხშირად იცვლება, ამიტომ
დროული რეაგირება დიდ
ძალისხმევას მოითხოვს,
ხშირად ჭირს.კომპანიების
მხრიდან დიდი სიფრთხილეა
საჭირო, რომ ფასი არ
გაექცეთ, არც შესასყიდი,
არც - სარეალზიაციო.
გაუგებრობაა იმის გამოც,
რომ ვაჭრობა უცხოურ
ვალუტაში მიმდინარეობს,
ხოლო ჩვენ საკუთარი ვალუტა
გვაქვს, რომლის კურსიც
იცვლება. დამოკიდებული
ვართ მწარმოებელ
ქვეყნებზე, ვისგანაც
ვიძენთ საწვავს.ზოგადად
ჩვენი მიზანი უნდა იყოს,
რომ იმპორტზე
დამოკიდებულება საკუთარი
წარმოების ხარჯზე
შევამციროთ. თუნდაც მცირე
პროცენტული მაჩვენებლით
გვეწარმოებინა საწვავის
ის რაოდენობა, რაც ხელს
შეუწყობდა ადგილობრივი
ბაზრის სტაბილურობას და
ფასების მეტ-ნაკლებად
შენარჩუნების საშუალებას
მოგვცემდა“, - განაცხადა
ვახტანგ
იობაშვილმა.ნავთობპროდუიქტების
იმპორტიორთა კავშირის
ხელმძღვანელი
,,ბიზნეს-რეზონანსთან“
საუბრისას რუსეთში
ბენზინის ექსპორტის
აკრძალვის
გახანგრძლივების
გადაწყვეტილებასაც შეეხო.
გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, არამწარმოებელი
კომპანიებისთვის 1-ლი
მარტიდან 31 აგვისტოს
ჩათვლით, რუსეთში ბენზინის
ექსპორტის აკრძალვის
შემოღებას მხარი დაუჭირეს.
მიზანი მაღალი მოთხოვნის
პერიოდში ბაზრის
დაბალანსებაა.
ნავთობგადამმუშავებელი
საწარმოებისა და მათი
მფლობელი
ნავთობკომპანიებისთვის
ნავთობის ექსპორტი
დაშვებული იქნება. ემბარგო
ნარჩუნდებოდა
არამწარმოებლებისთვის -
ტრეიდერებისთვის,
ნავთობის ბაზებისთვის და
კომპანიებისთვის, რომელთა
წარმადობა წელიწადში 1
მილიონ ტონაზე ნაკლები
არაა.ვახტანგ იობაშვილის
შეფასებით, რუსული
საწვავის იმპორტის
შეზღუდვის მიუხედავად,
ბაზარი სტაბილურია და
მარაგის მხრივ არანაირი
პრობლემა არ
არის.,,პროდუქტს რა ფასში
მოგვცემს, რუსეთის
მთავრობა წყვეტს. უბრალოდ,
შერჩევითი მიდგომაა და ეს
არის ცუდი, აფხაზეთსა და
სამაჩაბლოში, ასევე აზიურ
რესპუბლიკებში ექსპორტი
არ შეუზღუდავს. მიუხედავად
ამისა, ჩვენზე შეზღუდვა
რაიმე გავლენას არ
იქონიებს, საწვავს
ევროპიდან და სხვა
ქვეყნებიდან ვიღებთ. არც
რაოდენობრივად
დაგვაკლდება და მით უმეტეს,
არც დეფიციტი შეიქმნება.
ჩვენ გვყავს სანავთობო
ქვეყნები ირგვლივ და
გვაქვს საშუალება
საკმარისი მარაგი
გაგვაჩნდეს. უბრალოდ,
ვისურვებდი უფრო სტაბილურ
პარტნიორებს ამ ბაზარზე,
ვიდრე
რუსეთია.ალტერნატიული
მომწოდებლები არიან
ევროპული ქვეყნები:
ბულგარეთი, რუმინეთი,
საბერძნეთი და ბელარუსიც
კი, რაც აკმაყოფილებს
მოთხოვნას. მთავარია,
რეგიონში მშვიდობა
დამყარდეს, რაზეც
კომპანიების საფასო
პოლიტიკაც დიდწილად არის
დამოკიდებული“, - განუცხადა
,,ბიზნეს-რეზონანსს“
ვახტანგ
იობაშვილმა.ცნობისთვის, 2024
წელს, საწვავის ყველაზე
დიდი მოცულობის იმპორტი
განხორციელდა რუსეთის
ფედერაციიდან – 54%, რომელსაც
მოჰყვება ბულგარეთი – 16.7% და
რუმინეთი – 14.7%.
აღსანიშნავია, რომ 2023
წელთან შედარებით
შემცირებულია საწვავის
იმპორტი რუსეთიდან და
გაზრდილია ევროპული
საწვავის წილი.წყარო:
resonancedaily.com