საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიას ტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს.
მილსადენის 300 მეტრიანი კოროზირებული ნაწილის შეცვლა კორპორაციის მიერ წინასწარ შემუშავებული მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნული რეგიონისთვის გაზის უწყვეტ მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია.
პროექტს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საკუთარი რესურსით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ გაზსადენების მოვლა და რეაბილიტაცია კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.













