უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ბრიტანეთის ბანკებიც ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა ანონიმურობის პირობით გამოთქვეს უკმაყოფილება გეგმის მიმართ, რომლის მიხედვითაც, მათ ხელში არსებული დაახლოებით 8 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენონ.

ბანკები აცხადებენ, რომ მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, ბრიტანეთის ხელისუფლება მათ დაცვის მექანიზმს არ სთავაზობს.