აზერბაიჯანთან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება ორწლიანია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბუნებრივი აირის შესყიდვის კიდევ ერთი შეთანხმება: ამჯერად აზერბაიჯანთან, ორი წლის ვადით, 800 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და უნგრეთის MVM ONEnergy-მ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს.

SOCAR-მა და MVM CEEnergy-მ 2023 წლის ივნისში 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმეს. მიწოდება 2024 წლის აპრილში დაიწყო.

გარდა ამისა, MVM ჯგუფი შაჰ-დენიზის პროექტში 5%-იან წილს და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიაში (SCPC, სამხრეთ კავკასიის მილსადენის მაგისტრალური ხაზის ოპერატორი) 4%-იან წილს ფლობს.