ქართულმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (BSP) ამერიკულ ტექნოლოგიურ კონგლომერატ „ჰანიველ ინტერნეშენალთან“ საინჟინრო და ლიცენზირების ხელშეკრულება გააფორმა.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს, რომლის წლიური სიმძლავრე 4,5 მილიონ ტონამდე იქნება. პროექტის პირველი ფაზა, რომლის წლიური სიმძლავრე 1,2 მილიონი ტონაა, დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რომლის წლიური სიმძლავრე 3,3 მილიონი ტონაა.
ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, „ჰანიველ ინტერნეშენალი“ BSP-ს მიაწვდის პროცესის ლიცენზიებს, საბაზისო ინჟინერიას, სპეციალიზებულ აღჭურვილობას და კატალიზატორებს.













