სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის დეფიციტის გამო ქვეყანაში კრიზისი გამოაცხადა.
ამის შესახებ სლოვაკურმა საინფორმაციო პორტალმა „პრავდამ“ განაცხადა.
პორტალმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთში კრიზისის გამოცხადება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეფერხებაზე რეაგირება იყო. ენერგომომარაგება ამ თვის დასაწყისიდან შეჩერებულია.













