2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორმა 139.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მისოების წმინდა მოგება 133.6 მილიონი ლარი იყო.
2025 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებლებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1. 893 მილიარდი ლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1. 970 მილიარდ ლარს აჭარბებდა.
მისოების მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილი კვლავ ფიზიკურ პირებზე მოდის. გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ჯამურად ფიზიკურ პირებზე 1.871 მილიარდი ლარის სესხებია გაცემული. იურიდიული პირებზე გაცემული კრედიტების მოცულობა კი 21 მილიონს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. ბაზრიდან ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (MBC-ისა და "კრისტალის) მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, მისოების საკრედიტო პორტფელი წლიურად 77 მილიონი ლარითაა შემცირებული.













