საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ  სასწავლო კურსზე – „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“ – რეგისტრაცია დაიწყო.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სატარიფო რეგულირების სფეროში ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური საფუძვლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას. სასწავლო პროგრამა ეფუძნება საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს და მოიცავს სემეკის მიერ რეგულირებას დაქვემდებარებული ყველა სექტორის – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის  სატარიფო რეგულირების საკითხებს.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება რეგულირების მექანიზმები, ტარიფების კორექტირების პრინციპები და პერიოდულობა, სატარიფო დანახარჯების, მათ შორის სახელფასო ფონდისა და საინვესტიციო გეგმების განსაზღვრის კრიტერიუმები, ასევე სატარიფო საქმისწარმოებისა და მარეგულირებელი აუდიტის პროცედურული ასპექტები.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სემეკის მიერ რეგულირებულ საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და მასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

სასწავლო კურსი დაიწყება 9 მარტს, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მარტი. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yckyn3a4