საქართველოს ეროვნული ბანკმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სანქცია სხვადასხვა ტიპის რეგულაციის დარღვევის გამო დაწესდა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნებს უკავშირდება.

კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3 (სამი) მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის გამო;

(ერთ) კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

(ერთი) კლიენტთან მიმართებით კლიენტის KYC დოკუმენტის განუახლებლობის გამო;

23 (ოცდასამ) კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები;

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო;

20 (ოც) შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);

46 (ორმოცდაექვს) შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის);

(ერთ) შემთხვევაში ბანკის მხრიდან „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის N313/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის.