თუ ავტოგასამართ სადგურებზე უფრო მეტი თვითმომსახურების ობიექტი იქნება, საწვავის გაიაფების რესურსს ესეც იძლევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაალ იაკობიძემ.

„როგორც წესი, [ავტოგასამართი სადგურების] ქსელში ყველაზე მეტი დანახარჯია თანამშრომლებზე, თან ხელფასები იზრდება. ეს დატვირთვა ბიზნესზე გადადის. საქართველოში, ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ თვითმომსახურების ობიექტებზე, როგორც წესი, ანალოგიური კომპანიების ქსელებში 15-20 თეთრია განსხვავება. თუ ავტოგასამართ სადგურებზე უფრო მეტი თვითმომსახურების ობიექტი იქნება, საწვავის გაიაფების რესურსს ესეც იძლევა“, - აღნიშნა იაკობიძემ.