საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.9% შეადგინა.
2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5 423 იყო, რაც წლის ჭრილში 0.3%-იანი კლებაა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 5.9%-იანი წლიური ზრდაა.













