გრაფიკული პროცესორების შემქმნელი კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, იენსენ ჰუანგი, The Financial Times-ის (FT) მიერ წლის ადამიანად დასახელდა.
„FT-ის წლის ადამიანად იენსენ ჰუანგი დასახელდა. ის ხელოვნური ინტელექტის მასიური ბუმის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციის პოტენციალი აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.
11 დეკემბერს ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“, მათ შორის იენსენ ჰუანგი დაასახელა. გამოცემამ ასევე დააჯილდოვა xAI-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი და Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.
ონლაინ პროგნოზირების პლატფორმა Polymarket-ის მომხმარებლებმა იწინასწარმეტყველეს, რომ Time ამჯერად წლის ადამიანად აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, პაპ ლეო XIV-ს, Nvidia-ის აღმასრულებელ დირექტორს იენსენ ჰუანგს ან OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ალტმანს დაასახელებდა.













