ფინანსთა მინისტრმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინ...
მომდევნო წელს, 70 წლამდე
პირთა პენსია
განისაზღვრება 370 ლარის,
ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის
მქონე პირთა პენსია 495 ლარის
ოდენობით. მაღალმთიან
დასახლებებში პენსია
შესაბამისი
კატეგორიებისთვის იქნება
444 ლარი და 594 ლარი.როგორც
ფინანსთა მინისტრმა
განაცხადა, ჯამში,
მოსახლეობის სოციალური
დაცვის პროგრამებზე
გათვალისწინებულია 6
მილიარდ 930 მილიონ ლარზე
მეტი.სოციალური
რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის
პროგრამის დაფინანსება
დამატებით იზრდება 12
მილიონ ლარზე მეტით და
პროგრამის ბიუჯეტი 124
მილიონ ლარს აჭარბებს. 2025
წელთან შედარებით,
პროგრამის დაფინანსება,
ჯამურად, გაზრდილია 29
მილიონ 500 ათასი ლარის
ოდენობით.მოსახლეობის
ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამები დამატებით
იზრდება 183 მილიონ ლარზე
მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ
ლარამდეა განსაზღვრული.
აღნიშნული პროგრამის
დაფინანსება 2025 წლის
ბიუჯეტთან შედარებით,
ჯამურად, გაზრდილია 360
მილიონ ლარზე
მეტით.ამასთან, მინისტრის
ინფორმაციით, პროექტის
წინა ვერსიასთან
შედარებით, პროგრამის
ფარგლებში დამატებით
გაზრდილია: საყოველთაო
ჯანდაცვის დაფინანსება - 150
მილიონი ლარით და 1 მილიარდ
500 მილიონ ლარს შეადგენს;
ნარკომანიით დაავადებულ
პაციენტთა მკურნალობის
დაფინანსება - 10 მილიონი
ლარით და 28 მილიონ ლარს
შეადგენს; იშვიათი
დაავადებების მქონე პირთა
მკურნალობის პროგრამა - 5
მილიონი ლარით და 70 მილიონ
ლარს შეადგენს; ჯანდაცვის
სხვა პროგრამები, ჯამურად,
იზრდება 18 მილიონ 700 ათასი
ლარით. ამასთან,
გათვალისწინებულია
პირველადი ჯანდაცვის
პერსონალისთვის
ხელფასების ზრდა.გარდა
ამისა, როგორც მინისტრმა
ბიუჯეტის პროექტის
საბოლოო ვერსიის
წარდგენისას აღნიშნა, 2026
წელს იზრდება საჯარო
სკოლების ადმინისტრაციული
პერსონალის, სკოლის
ექიმებისა და
მანდატურების
ხელფასები.მისივე
ინფორმაციით, განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს დაფინანსება
პირველად პროექტთან
შედარებით, 2026 წლის
ბიუჯეტის საბოლოო
ვარიანტში გაიზარდა,
თითქმის, 90 მილიონი ლარით და
2 მილიარდ 700 მილიონ ლარს
აჭარბებს.რაც შეეხება
უშუალოდ ხარჯების
გადანაწილებას, ზოგადი
განათლების დაფინანსებაზე
დამატებით გამოიყო 37
მილიონ ლარზე მეტი და მისი
მოცულობა 1 მილიარდ 923
მილიონ ლარს აღწევს.
პროგრამის ფარგლებში
გათვალისწინებულია საჯარო
სკოლების ადმინისტრაციული
პერსონალის, სკოლის
ექიმებისა და
მანდატურების ხელფასების
20%-იანი ზრდა, ნაცვლად
მანამდე განსაზღვრული
10%-ისა;გარდა ამისა,
ფინანსთა მინისტრი ლაშა
ხუციშვილის განცხადებით,
2026 წელს იზრდება
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს დაფინანსება 17
მილიონ ლარამდე და 3
მილიარდ 113 მილიონ ლარს
შეადგენს.საგზაო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესების მიზნით,
დამატებით გამოყოფილია 123
მილიონ ლარზე მეტი და
ჯამური დაფინანსება 1
მილიარდ 538 მილიონ ლარს
აჭარბებს; რეგიონული და
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციის მიზნით,
დამატებით გამოიყო 53
მილიონ ლარზე მეტი და მისი
დაფინანსება 237 მილიონ ლარს
აჭარბებს. პროგრამის
ფარგლებში
გათვალისწინებულია
თბილისი-რუსთავის
მაგისტრალის დარჩენილი
მონაკვეთის მშენებლობის
დაწყება; წყალმომარაგების
ინფრასტრუქტურის
აღდგენა-რეაბილიტაციის
პროექტებისთვის
გამოყოფილია 305 მილიონ
ლარამდე; საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა და
რეაბილიტაციისთვის
გამოყოფილი თანხა იზრდება
44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667
მილიონ ლარს შეადგენს;
ტურისტული
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებისთვის
გათვალისწინებულია 150
მილიონი ლარი, ხოლო
სპორტული ინფრასტრუქტურის
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის
205 მილიონი ლარი”, -
განაცხადა
მინისტრმა.ამასთან,
ფინანსთა მინისტრის თქმით,
2026 წელს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დაფინანსება
808 მილიონი ლარი
იქნება.მისივე თქმით,
პროექტის წინა ვერსიასთან
შედარებით, სამინისტროს
ასიგნებებში
წარმოდგენილია რამდენიმე
ცვლილება.„კერძოდ,
სურსათის უვნებლობა და
მცენარეთა დაცვის
პროგრამის დაფინანსება
გაზრდილია 31 მილიონი ლარით
და 108 მილიონ ლარს
აღემატება;
მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების პროგრამა
მომდევნო წელს რთვლის
დაფინანსების მიზნით,
იზრდება 20 მილიონი ლარით და
103 მილიონ ლარს აჭარბებს;
სამეცნიერო კვლევების
ხელშეწყობის ნაწილში
დამატებით გამოიყოფა 1.5
მილიონი ლარი;
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
მიმართულებაზე დამატებით
გამოიყოფა 6 მილიონი ლარი
და შეადგენს 40 მილიონ ლარს;
დაცული ტერიტორიების
მართვის ნაწილში, ბიუჯეტი
იზრდება 3 მილიონ 700 ათასი
ლარით; გარემოს დაცვის
სფეროში პროგნოზირების,
შეფასების, პრევენციისა და
მონიტორინგის ბიუჯეტი
გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი
ლარით; ლაბორატორიული
კვლევებისათვის საჭირო
მასალების შესაძენად,
დამატებით 4 მილიონი ლარი
გამოეყოფა სოფლის
მეურნეობის ლაბორატორიას;
სამელიორაციო სისტემების
მოდერნიზაციისთვის
გამოყოფილი თანხა,
პროექტის საბოლოო
ვარიანტში შეადგენს 54
მილიონ ლარს”,- ნათქვამია
დოკუმენტში.ამასთან,
მისივე ინფორმაციით, 2026
წელს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
სამინისტროსათვის
გათვალისწინებულია 928
მილიონ ლარზე
მეტი.პროექტის მიხედვით,
წინა ვერსიასთან
შედარებით, სამინისტროს
ფარგლებში რამდენიმე
ცვლილება
განხორციელდა.„ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობის
მიმართულება გაზრდილია 16
მილიონი ლარით და 65 მილიონ
ლარს აჭარბებს; მთის
კურორტების დაფინანსება
გაზრდილია 10 მილიონი ლარით;
საქართველოში
ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების
განვითარებისთვის
დამატებით გამოიყოფა 10
მილიონ ლარზე მეტი და
პროგრამის დაფინანსება 156
მილიონ ლარს აჭარბებს;
რკინიგზის სამგზავრო
ნაწილის სუბსიდირებისთვის
დამატებით გამოყოფილია 7
მილიონი ლარი; აზიის
განვითარების ბანკის
დაფინანსებული, ენერგიის
დამაგროვებელი
მოწყობილობის პროექტის
თანხა განისაზღვრა 35
მილიონი ლარის ოდენობით;
ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტისთვის საჭირო წყლის
ინფრასტრუქტურის
მშენებლობისთვის
გათვალისწინებული
ასიგნება განისაზღვრება 50
მილიონი ლარით”, -
ნათქვამია დოკუმენტში.
1765379001