ყაზახეთში ოთხი ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ქვეყანაში მცირე ავიაციის განვითარების შესახებ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის სხდომას რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი მარატ კარაბაევი უძღვებოდა.
„შეხვედრაზე მცირე ავიაციის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაავალა განიხილოს აეროპორტების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ქალაქებში ურჯარში, უშარალში, ზაისანში, კატონ-ყარაგაიში, კარკარალიში, ულიტაუსა და არკალიკში, ასევე გაგრძელდეს მუშაობა მცირე ავიაცია განვითარებაზე,“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაის, ულიტაუს, ჟეტისუს, აღმოსავლეთ ყაზახეთის, ყარაგანდასა და კოსტანაის რეგიონების აკიმატების, ჟეტისუს და სამხრეთ სქაის ავიახაზების, ასევე უშარალის, ურჯარისა და ზაისანის აეროპორტების წარმომადგენლები.