„კომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“, რომელიც „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფს მიეკუთვნება, უნდა ნაციონალიზდეს“, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“ რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის, კომპანიების „ტაშირის“ ჯგუფს მიეკუთვნება.
„მე მჯერა, რომ დადგა დრო, რომ „სომხეთის ელექტროქსელები“ სს (ENA) ნაციონალიზდეს. ეს სწრაფად მოხდება და მოვუწოდებ ENA-ს ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი სამუშაო მოვალეობები. ნაციონალიზაციის შემდეგ კეთილსინდისიერება გათვალისწინებული იქნება“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.