2025 წლის მეორე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა, 80% არ ელოდება მომავალ ექვს თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინდექსის მეორე კვარტლის კვლევაში.

BAG-ს ინდექსის თანახმად, იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან, 11%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის – 8%.

აღსანიშნავია, რომ, წინა კვარტალთან შედარებით, 34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.