რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა ძირითადი (რეფინანსირების) განაკვეთის შენარჩუნება წელიწადში 21%-ზე.

ამის შესახებ Interfax-ი იუწყება.

25 ოქტომბერს გამართულ ბოლო სხდომაზე რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა საბაზისო განაკვეთი ერთდროულად 200 საბაზისო პუნქტით გაეზარდა - წლიურ 21%-მდე.