რუსული მედია Telegram-ის არხებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა.

მათივე ცნობით, სტაროვოიტმა თავი ავტომობილში მოსკოვის ოლქში მოიკლა. მისი ცხედრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან, ის კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, 7 ივლისს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომან სტაროვოიტი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამინისტროს სტაროვოიტის გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათ-კვირას უკრაინული დრონების თავდასხმის გამო რუსეთის საჰაერო მიმოსვლაში ქაოსი გამოიწვია.