„საქართველოში დღეს ძალიან მაღალია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, თითქმის, 60%-მდეა, ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მცირე ბიზნესის დაწყება“, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფს სწორად განვითარების ნაწილს. 

„არსად არცერთ ქვეყანაში, არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, არცერთი მარეგულირებელი ნორმა, არცერთი გარკვეული ტიპის დეკლარირებული მხარდაჭერა ბიზნესზე, ვერანაირი ტიპის მიზიდულობას ვერ შექმნის ბიზნესისთვის, თუ იმ ქვეყანაში არ იქნა მშვიდობა, თუ იმ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა. გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფს სწორად განვითარების ნაწილს.

საქართველოში დღეს ძალიან მაღალია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, თითქმის, 60 პროცენტამდეა. 2012 წლამდე ეს მაჩვენებელი 20%-მდეც კი არ იყო. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მცირე ბიზნესის დაწყება“, - აცხადებს აბაშიშვილი.