Meta Platforms Inc-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს 1 მილიონი დოლარი შესწირა, წერს The Wall Street Journal.

Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგისა და მისი კომპანიისთვის ეს ნაბიჯი წარსული პოზიციებიდან გადახვევაა, აღნიშნავს გამოცემა. საარჩევნო რბოლის დროს ტრამპი დაემუქრა დასჯით ცუკერბერგს, თუ ის ეცდებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე დემოკრატების სასარგებლოდ.

რესპუბლიკელები, რომლებიც არჩევნების შემდეგ აკონტროლებენ თეთრ სახლსა და კონგრესის ორივე პალატას, ითხოვენ ცვლილებების შეტანას ტექნოლოგიური სექტორის რეგულირებაში. ამ ფონზე, მსხვილი IT კომპანიების ლიდერებს, რომლებიც ხშირად ხდებიან მათი უკმაყოფილების ობიექტები (რომელთა თანამშრომლები ძირითადად გამოხატული მემარცხენეები არიან), უნდა შეცვალონ თავიანთი პოზიცია ტრამპთან მიმართებით, აღნიშნავს WSJ.