აშშ-ის ფედერალურმა სააგენტოებმა ანტიდისკრიმინაციული კანონების დარღვევის გამო ჰარვარდის უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აშშ-ის უძველეს უნივერსიტეტს შესაძლოა აკრედიტაცია დაკარგოს.

ამის შესახებ Bloomberg-მა ქვეყნის განათლების სამინისტროს მითითებით დაწერა.

უნივერსიტეტის წინააღმდეგ მთავრობის ბრალდებები განათლების მინისტრმა, ლინდა მაკმაჰონმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა „ვერ შეძლო სტუდენტების დაცვა მტრული ქცევისგან“.

ამასთან, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამატებით მოითხოვეს მონაცემები საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ.

თუ ბრალდებები დადასტურდება, ჰარვარდს არა მხოლოდ აკრედიტაცია, არამედ ფედერალური დაფინანსებაც ჩამოერთმევა.