აზერბაიჯანის სტრატეგიულმა სავალუტო რეზერვებმა 73,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, სამირ ნასიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნავთობის საშუალო ფასი 74 დოლარი იყო, ხოლო გაზის გასაყიდი ფასი - 320 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე.