„საქართველოს ბანკმა“ რამდენიმე რუსი კლიენტის ანგარიშების დახურვა გადაწყვიტა. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება „მიუხედავად მოქალაქეობისა“ იქნა მიღებული. ანგარიშის ბლოკირება რუსეთის ათეულობით მოქალაქეს ეხება, წერს რუსულენოვანი მედია. ამასთან, საქართველოს ბანკში ანგარიშის გახსნა რუსული პასპორტით კვლავ შესაძლებელია, ბანკს ეს არანაირად არ შეუზღუდავს.

საქართველოს ბანკმა, ანგარიშების ნაწილის დახურვა გადაწყვიტა, ეს შეეხო კლიენტების გარკვეულ კატეგორიას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, განუცხადა რუსულ "კომერსანტს" ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

საკრედიტო დაწესებულებაში რუსული „კომერსანტის“ თანამოსაუბრემ უარი თქვა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზზე ან კრიტერიუმების დასახელებაზე, „ბანკის შიდა პოლიტიკაზე“ და საქართველოს ეროვნული ბანკის წესებზე დაყრდნობით, რომელიც ბანკებს ანგარიშების დახურვის საშუალებას აძლევს. გაზეთის სხვა წყარომ განაცხადა, რომ რუსებს კვლავ შეუძლიათ გახსნან ანგარიში საქართველოს ბანკში დადგენილი წესით - შემოსავლის ანგარიშგების წარდგენით და ბანკის უსაფრთხოების განყოფილებაში ხუთდღიანი მონიტორინგის გავლით.

23 დეკემბერს რუსეთის ათეულობით მოქალაქემ დაიწყო ცნობების მიღება იმის შესახებ, რომ მათი ანგარიში დაბლოკილია „ბანკის შიდა პოლიტიკის“ გამო. ამის შესახებ რუსულენოვანი ონლაინ გამოცემამ - Paper Kartuli (სანქტ-პეტერბურგის გამოცემა Paper-ის პროექტი, რომლის ვებგვერდიც დაბლოკილია რუსეთში) დაწერა ტელეგრამის არხზე. მათივე თქმით, ბანკმა მომხმარებელს თანხის გასატანად ხუთი სამუშაო დღე მისცა. ქართველებისა და უკრაინელების ანგარიშებიც დაბლოკილია, მაგრამ ასეთი შემთხვევები ნაკლებია, წერს Paper Kartuli.

ტელეგრამის არხის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ნიკოლაი ლევშიცმა განაცხადა, რომ ანგარიშების დაბლოკვის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ მათ შორის „საერთო მიზეზები“ არ არის. ლევშიცმა ასევე დაწერა, რომ მისი თანამოსაუბრეების თქმით, ბანკი ატარებს რეგულარულ საფუძვლიან შემოწმებას და დაბლოკვის მიზეზი შეიძლება იყოს ანგარიშის გამოყენება კრიპტოვალუტით ტრანზაქციებზე, ანგარიშის გამოყენება ტრანზიტად ან საეჭვო აქტივობად და საეჭვო გადარიცხვები. ანგარიშების დახურვა ეხება მრავალი ქვეყნის მოქალაქეს, დასძინა ლევშიცმა.

საქართველო იქცა რუსების ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რომლებმაც დატოვეს რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ასევე 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ. 700 000-ზე მეტი რუსი შემოვიდა საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 100 000 დარჩა ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნოემბერში.

სანდრო პირველი