ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, - განაცხადა ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ალალის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას.

გოჩა ღვინეფაძის განცხადებით, საბოლოო ჯამში მათი პროდუქტის ფასს დახლზე განთავსებისას ყველა ელემენტის და პროცედურის ერთობლიობით ემატება 185 %.

„შევედით რაღაც მარკეტში. აქედან ამ X ფასს ემატება რასაც ჩვენ ვეძახით ფასნამატს, რასაც შემდეგ ქსელურ მარკეტში ამატებენ. დაახლოებით 30-დან 40 %-მდეა ფასნამატი, მაგრამ მთავარი იწყება ამის შემდეგ. ის, რასაც ჩვენ ვეძახით „ქეშბექს“, „ქეშბექი“ არ არის ერთი კომპონენტი, „ქეშბექი“ შედგება ციფრების მთელი ერთობლიობისგან.

პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 20.5 %, ამის შედეგ ჩვენი ფასი ის დარჩა რაზეც შეთანხმებული ვართ, ფასნამატი ხომ არის 30 და 40% იმის გარდა ვიძახი. 20.5 % ეს არის ფიქსირებული „ქეშბექი“. ამის შემდეგ მოსდევს მარკეტინგის გადასახადი 15 %. ოღონდ ეს ნარჩენ ძირს არ აკლდება ეს ისევ საწყის ჩვენს ფასს აკლდება. ამას მოსდევს ლოიალობის 1 %. შემდეგ მოდის ციფრული მომსახურების 1 %. ამის შემდეგ არის 7.5% რაც მართლა ეკუთვნით და ლოჯისტიკის ხარჯია, იმიტომ რომ ყველა ქსელურ მარკეტს არ აქვს. ჯამში არის 45 %, ეს იმ ფასნამატის გარდა. ჩემს ფასს დააკლდა 45 %. ეს არის გაწერილი კონტრაქტით. ამაში არ შედის თაროზე განთავსების გადასახადი, არ შედის შესვლის გადასახადი მარკეტების მიხედვით. ასევე არ შედის გადასახადი, პროდუქციას რომ მივაწვდით ისე დახლზე ვერ ხვდება „მეჩიკი“ გვიყენია იქ, საწყობიდან რომ გამოიტანოს პროდუქტი ჩვენ ვუხდით დამატებით ხელფასს, არ შედის პალეტის გადასახადი და სააქციო ფასი.

შემდეგ მოდის დღგ-ს გადასახადი. დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს [ქსელურ მარკეტებში] ემატება 185% და ის 85 % საიდან მოიტანეთ ვერ გავიგე,“ - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.