რეგიონული დაკავშირებადობა კვლავ რჩება საერთო პრიორიტეტად საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფისთვის - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი, ანა ბიერდე სოციალურ ქსელ X-ზე წერს და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბრობს.

„მიხარია, რომ კვლავ შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივებისა და პრიორიტეტების განსახილველად.

საქართველოს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები დაეხმარა ბუფერებისა და მდგრადობის გაძლიერებაში, ხოლო რეგიონული დაკავშირებადობა კვლავ რჩება საერთო პრიორიტეტად საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფისთვის“, - წერს მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი.