„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5 მლრდ დოლარს მიაღწევს“, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც კვლევაშია ნათქვამი, პროგნოზი წინა მოსალოდნელ 4.9 მლრდ დოლართან შედარებით, გაზრდილია.
„სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში.
ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას.
2026 წელს, ჩვენი პროგნოზით, ტურიზმის შემოსავლები 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.9 მლრდ აშშ დოლარიდან“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.












