2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.5%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32.7%-ით მეტია.

2023 წელს ვიზიტების 35.4% საყიდლების მიზნით განხორციელდა. დასვენება და გართობა კი მესამე ადგილზეა. ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით ასეთია:

საყიდლები - 796.3 ათასი;

მეგობრების/ნათესავების მონახულება - 726.3 ათასი;

დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 316.7 ათასი;

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 280.8 ათასი;

მკურნალობა, გაჯანსაღება - 65.1 ათასი;

სხვა მიზანი 61.1 ათასი.

ამასთან, საქართველოს რეზიდენტები შესაბამისად ყველაზე მეტს საყიდლებზე, საკვებსა და განთავსებაზე ხარჯავდნენ.

ქართველები ყველაზე მეტად გასულ წელს თურქეთსა და სომხეთს სტუმრობდნენ, რასაც ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და აზერბაიჯანი მოსდევს.