ყაზახეთი ექვსი თვით აკრძალავს ბენზინის, დიზელის საწვავის და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტს.

ენერგეტიკის სამინისტროს, ვიცე-პრემიერ-ფინანსთა მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შესაბამისი ერთობლივი ბრძანება ნორმატიული სამართლებრივი აქტების საინფორმაციო-სამართლებრივ სისტემა „ადილეტში“ გამოქვეყნდა.

ბრძანება ამოქმედდება პირველი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში ექსპორტის შემთხვევებზე, საავიაციო საწვავი კვლევით სამუშაოებზე დანამატების შერჩევაზე, საპილოტე სამრეწველო პარტიიდან ნიმუშების საკვალიფიკაციო და ლაბორატორიული ტესტების მიზნით, საავიაციო საწვავის (რეაქტიული საწვავის) სამრეწველო წარმოების ტექნოლოგიის სამრეწველო წარმოებაში, ნავთობპროდუქტების წარმოების უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებისა და ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.

ყაზახეთში 2021 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 21 მაისამდე აკრძალული იყო ბენზინის, დიზელის საწვავის, ასევე გარკვეული სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი რესპუბლიკის ტერიტორიიდან საავტომობილო გზით.

მოგვიანებით აკრძალვა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა. იმ დროს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აკრძალვა შემოღებულ იქნა ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ყაზახეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

სანდრო პირველი