საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, დირექტორთან ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ DN1200 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენსა და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე  მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი გზისა და ხიდების მშენებლობის გამო, მილსადენი, შვიდ მონაკვეთზე, ცამეტ სხვადასხვა ადგილას, ადგილმდებარეობას იცვლის ისე, რომ მისი გამართული ფუნქციონირება არ ფერხდება.

მიუხედავად რთული რელიეფური პირობებისა, სამუშაოები, კონტრაქტორი კომპანიის შესრულებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური გეგმისა და ყველა საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით მიმდინარეობს.