ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შეასრულა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო.

"შეგახსენებთ, რომ 2 კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა,  შესრულებულია 59.3%-ით.

საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები.

ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე",  - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.