სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2%-ით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7%-ით ).

„საქსტატის“ მონაცემების თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.