26 ოქტომბრიდან Wizz Air ვენის აეროპორტიდან ოპერირებას ეტაპობრივად შეწყვეტს. შესაბამისად, გაუქმდება ვენა-ქუთაისის მიმართულებაც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენების ნაწილი 2025 წლის ოქტომბერში გაუქმდება, დანარჩენი კი 2026 წლის მარტამდე შეწყდება.

"Wizz Air-მა ვენის ბაზა 2018 წელს გახსნა. ამჟამად იქ ბაზირებული ფლოტი 5  Airbus A321neo თვითმფრინავისგან შედგება, რომელიც 28 მარშრუტს ახორციელებს 20 ქვეყანაში, რაც ავიაკომპანიის ძლიერი პოზიციის მაჩვენებელია ავსტრიაში.

თუმცა, ბაზის გახსნის შემდეგ ვენის აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები და გადასახადები. Wizz Air-ის სტრატეგიული ფოკუსი დაბალი ფასების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, რაც ხარჯების მკაცრ კონტროლს მოითხოვს. ამ პირობებში ვენიდან ოპერირება შეუსაბამო გახდა კომპანიის ძალიან დაბალბიუჯეტიან ბიზნეს-მოდელთან", - აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.