სააღსრულებო სამსახურმა ნიკოლაი და დენის შტენგელოვების, ასევე მათი კომპანიის „კონდიტერუს კომ“-ის ქონების ჩამორთმევა დაიწყო, რომელიც „კირიეშკის“ და „იაშკინოს“ ბრენდებს ფლობს.

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სასამართლო მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესი 28 აგვისტოს დაიწყო. თავად შტენგელოვების ქონების ჩამორთმევის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვის ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ 271 სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლებიც მოსარჩელეს გადაეცა.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დედაქალაქის ტვერსკოის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა მეწარმეების ნიკოლაი და დენის შტენგელოვების ექსტრემისტულ გაერთიანებად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილება ითვალისწინებს შტენგელოვების შემოსავლის, მათ შორის KDV კომპანიების ჯგუფის (სს „კონდიტერუს კომ“) სახელმწიფოსთვის გადაცემას.

გენერალური პროკურატურის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები მეწარმეები რუსეთში ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის არმიისა და ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად, ასევე არამეგობრული სახელმწიფოების ეკონომიკის მხარდასაჭერად იყენებენ.