TBC UZ მომხმარებლებს ვადიან ანაბარზე ახალ შეთავაზებას უკეთებს. ანაბრის სარგებელი 27%-მდეა.

ახალი ანაბარი ივსება ერთხელ - გახსნისას. პროცენტი გამოითვლება ყოველდღიურად და გადაიხდება თვეში ერთხელ.

მინიმალური თანხა 100,000 უზბეკური სუმია, რომელზეც მაგ. 24 თვიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში 54,000  სუმი დაერიცხება. ანაბრის მინიმალური ვადა 13  თვეა, თუმცა ამ შემთხვევაში, პროცენტი 26.5%-მდე მცირდება, სარგებელი კი 28,708-მდე.

ანაბრის გახსნა მხოლოდ 13, 18 ან 24 თვითაა შესაძლებელი.

ნებისმიერ ვადაზე ანაბრის გახსნის შემთხვევაში 31 დეკემბრამდე ბანკი უზბეკ მომხმარებელს 25%-იან სარგებელს სთავაზობს.

ცნობისთვის, 1000 უზბეკური სუმის ღირებულება დღეს 0.2166 ლარია.