აქვს თუ არა აშშ-ს მკაფიოდ გამოხატული და გრძელვადიანი გეგმა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში? აშშ-ს ქცევიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხი დადებითი უნდა იყოს. რაც არ უნდა გასაიდუმლოებული იყოს ეს გეგმა, მისი კონტურები და გარკვეული დეტალები მაინც შეინიშნება.

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიოში სრულად ვერაფერს გაასაიდუმლოებ. აგენტების გამოაშკარავება და ჰაკერული თავდასხმებიც კი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი იმის დასადგენად, თუ რა გეგმები შეიძლება იმალებოდეს ამა თუ იმ ქმედების უკან. დემოკარტიულად განვითარებულ ქვეყნებში კი, კონკურეტული მედიის პირობებში ყველაფერი თვალსაჩინოა.

აშშ-ის გეგმები ხშირად მისი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, მოკავშირეების მიერ ხდება ცნობილი. მაგალითად, ავტორიტეტული "ნიუსვიქი" ასაჯაროებს ვაშინგტონის კონსენსუსს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.

ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ეკონომიკას თანამედროვე მსოფლიოსგან საკმაოდ იზოლირებულად აყენებს. წნეხის ქვეშაა ენერგეტიკული პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი 2". გარდა ამისა, რუსული ბანკების კაპიტალის ბაზრიდან მოხსნა, ნავთობისა და გაზის რუსულ კომპანიებზე დამატებითი შემზღუდავი რეგულაციები - ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ აშშ-ის გეგმა რუსეთთან მიმართებით ნათელია.

ამერიკული ელიტის გაანგარიშება მარტივია - რაც უფრო მეტად დაზიანდება რუსული ეკონომიკა, გეგმა მით უფრო გამართლებული იქნება. თუმცა, თავდაპირველად ეს ხელს უწყობს "დიქტატის" მმართველობის გამყარებას ხელს, აერთიანებს პატრიოტ ადამიანებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძირს უთხრის რეჟიმს, ხალხი ქუაში გამოყავს საპროტესტო აქციებზე და პროცესი ხელისუფლების შეცვლისკენ მიდის.

შედეგად, "სანქციების ომში" იმარჯვებს ის, ვინც ობიექტურად უფრო ძლიერი და გამძლეობისუნარიანია და როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, დღეს ასეთი აშშ-ია.

თუმცაღა, აშშ-ის გეგმა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მმართველობის შესუსტება და მისი დამარცხება არ არის. ვაშინგონის გეგმები უფრო შორს მიმავალია. ამერიკულ მედიასივრცეში მიიჩნევენ, რომ რუსეთი და პუტინი ტყუპი ძმებივით არიან და დღეს რუსეთის სიძლიერე დამოკიდებულია მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – ვლადიმერ პუტინზე. აცხადებენ, რომ პუტინმა მოახერხა რუსეთის ფედერაციის "ძველი დიდების" დაბრუნება და  ის საკმაოდ პოპულალურია ელექტრორატში.

მაგრამ ეს ფაქტორი წარმავალია იმდენად, რამდენადაც რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა პოსტი 2024 წელს უნდა დატოვოს. რა მოხდება ამის შემდეგ, დღევანდელ დღეს ეს კითხვა რუსეთისათვის პასუხგაუცემელია.

თუ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის კონსტიტუციის ერთგული დარჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა შემცვლელმა მოახერხოს რუსეთის დღევანდელი სიძლიერი შენარჩუნება. ამასთან, სანქციების პირობებში პერიფერიული რუსეთი განაგრძობს გაღარიბებას. მხოლოდ ძლიერი, ცენტრალური "რკინის მუშტი" მოახერხებს პროცესების მართვას და ეს "რკინის მუშტი" დღეს პუტინია. "რკინის მუშტს" ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. მისი ავტორიტარული მმართველობიდან გამომდინარე, უამრავი ნიჭიერი და პერსპექტიული ადამიანი ქვეყნიდან წავიდა.

ვლადიმერ პუტინის წასვლის შემდეგ, რთული იქნება რუსეთის ერთიანობის შენარჩუნება, რადგან რუსულ ელიტაში შიდა დაპირისპირებები დაიწყება და მისი წასვლის შემდგომ, მისი შემცვლელი ან ძალიან ასაკოვანი ან კიდევ ძალიან ახალგაზრდა კადრი იქნება. მათი სისუსტის და ძალაუფლების ვერგანაწილების ფონზე, მაღალი იქნება რისკი, რომ ნაციონალური რესპუბლიკები შეიქმნას რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მაგალითისთვის, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ნათლად აფიქსირებს თავის აზრს, რომ რუსეთში პუტინის გარდა არავის ცნობს. ასეთ პირობებში კი, პუტინის წასვლის შემდეგ კადიროვს შეუძლია მოკავშირეების შეკრება და რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქაოსის შექმნა.

ამერიკული ელიტები კი, რომლებიც ამ სცენარზე აკეთებენ ფსონს, შესაძლოა თავად გახდეს ამ პროცესების მაპროვოცირებელი და შემდგომ ბირთვული განიარაღების მიზნით შევიდეს რუსეთში. ამავე დროს, აშშ შეეცილება ჩინეთს სიბირში არსებული ბუნებრივი რესურსების გაკონტროლებაში, რადგან თუ ჩინეთი დაეუფლება ამ რესურსებს, მაშინ საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა შეეძლება აშშ-ისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე.

და მანამ, სანამ რუს ხალხს ძინავს, ინტერნეტში განიხილავს საპენსიო რეფორმას, არჩევნების ლეგიტიმურობას, ვაშინგტონი უკვე ამყარებს კავშირებს მათთან, ვინც უნდა ჩაიბაროს რუსეთი პუტინის შემდგომ და აღადგინოს ქვეყანა ფერფლისგან.

აი, მაგალითად, ეკატერინბურგის ყოფილი მერი, ევგენი როიზმანი კავშირს ამყარებს ამერიკელ კურატორებთან, რომელიც ნარკოტიკებთან ერთობლივი ბრძოლით გამოიხატება. ასევე, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა, რომელმაც რუსეთი "ფინანსურ ორმოში" შეიყვანა, ხვდება სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მას... და ასეთი მაგალითები ბევრია.

პუბლიცისტი ბორის გრიგორევი

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ

publizist.ru