სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო.

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრში პროფესიული სწავლების გავლის გარეშე, დაიშვება პირი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:

• დასაქმებულია სარკინიგზო საწარმოში ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე;
• ფლობს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემულ მატარებლის მართვის მოწმობას;
• ფლობს მატარებლის მართვასთან დაკავშირებულ პროფესიულ ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრომექანიკოსის მიმართულებით.

პირველადი რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://etds.rta.gov.ge/index.php?route=extension/module/register

დასტურის შემდეგ მიმართეთ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაშვების განცხადებით და წარმოადგინეთ შესაბამისი დოკუმენტები.

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური შეადგენს - 100 ლარს; განმეორებით დაშვების საფასური შეადგენს - 50 ლარს; ხოლო მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის საფასური, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, შეადგენს - 50 ლარს.

დამატებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებული პირები გამოცდაზე პირველადად დაიშვებიან უსასყიდლოდ. ამავე პირებზე, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მართვის მოწმობა გაიცემა უსასყიდლოდ.