“დიდი შვიდეულის” ქვეყნების უმრავლესობა აშშ-ის გარეშე მზად არის რუსულ ნავთობზე “ჭერი” 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწიონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსულ ნავთობზე ფასების ჭერის ჩამოწევის ძალისხმევებს დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი უძღვებიან.
“დიდი შვიდეულის” ევროკავშირის ქვეყნები (იტალია, საფრანგეთი, გერმანია), ასევე დიდი ბრიტანეთი და კანადა მხარს უჭერენ ინიციატივას. ამავდროულად, აშშ-ისა და იაპონიის პოზიცია ამ მომენტისთვის უცნობია.
“ევროპული ქვეყნები მოითხოვენ ნავთობის ფასის ზედა ჭერის შემცირებას 60 დოლარიდან 45 დოლარამდე. არის პოზიტიური სიგნალები კანადისგან, დიდი ბრიტანეთისგან და, შესაძლოა, იაპონიისგან. “დიდ შვიდეულს” გამოვიყენებთ, რათა აშშ-ის დათანხმება ვცადოთ”, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
პაკეტის მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება სჭირდება, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
წყაროები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის თანხმობა არსებითი არ არის რუსული ნავთობის ფასების “ჭერის” ჩამოსაწევად გლობალურ საზღვაო დაზღვევაში დიდი ბრიტანეთის დომინაციისა და ტანკერულ ფლოტზე ევროკავშირის გავლენის ფონზე. თუმცა, აშშ-ის მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე ეხება ნავთობისთვის აშშ დოლარებით გადახდას და მის საბანკო სისტემას.
ცნობისთვის, “დიდი შვიდეულის” ლიდერები შეხვედრას 15-17 ივნისს კანადაში გამართავენ, სადაც ფასის შეზღუდვა უნდა განიხილონ, რომელიც პირველად 2022 წლის ბოლოს იქნა შეთანხმებული.
ipn.ge