პროკრედიტ ბანკისა და FAS Group-ის ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე „ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობა და ბანკის როლი ბიზნესის განვითარებაში“.

ნათია სხვიტარიძემ, FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ბიზნესისთვის მოწესრიგებული სააღრიცხვო სისტემების მნიშვნელობაზე, მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. აუდიტორიას საგადასახადო სიახლეები გაუზიარა და მათთვის საინტერესო საკითხები განიხილა.