უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლიურ 14%-ზე შეინარჩუნოს.

„მიუხედავად ინფლაციური მოლოდინების შემცირებისა და ინფლაციის დონის შედარებითი სტაბილიზაციისა, ძლიერი შიდა მოთხოვნა და ინფლაციის ხელშემწყობი მუდმივი რისკები — რომლებიც გარე ეკონომიკურ გარემოში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება — მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელებას მოითხოვს“, — აცხადებს მარეგულირებელი.

ცენტრალურმა ბანკმა ასევე გადახედა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზს და ის 6.5%-დან 7.0%-მდე გაზარდა.

ინფლაციის საერთო პროგნოზი დაკორექტირდა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მყარი შიდა მოთხოვნა, ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებული გარე რისკები და გარკვეული რეგულირებადი ფასების დაგეგმილი ზრდა.

სექტემბერში უზბეკეთში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებლის მცირე ზრდაზე მიუთითებს. ეს განაპირობა ხილ-ბოსტნეულის, საწვავისა და გარკვეული მომსახურების სახეობებზე ფასების მატებამ.

ცენტრალური ბანკის საბჭოს მომდევნო სხდომა, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განიხილება, 16 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.