Galt & Taggart-ი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-ით, ხოლო 2027 წელს 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ბანკი ავრცელებს. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში რეალური მშპ წლიურად 6.0%-ით გაიზარდა წინა თვის 6.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზარდა.

სექტემბრის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.