სამშაბათს ავსტრალიის მარეგულირებელმა მიმდინარე წელს მეხუთედ გაზარდა საპროცენტო განაკვეთები, რითაც ისინი ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანა.

ავსტრალიის სარეზერვო (ცენტრალურმა) ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4,85%-მდე გაზარდა, რაც პროგნოზებს შეესაბამება.

საბჭომ აღნიშნა, რომ კვლავ მზადაა, ინფლაციის შესაკავებლად ზომები მიიღოს, თუმცა განაკვეთების შემდგომი ზრდის შესახებ რაიმე მინიშნება არ გაუკეთებია.

თბილისის დროით 08:37 საათისთვის ავსტრალიური დოლარის კურსი 0,26%-ით შემცირდა და 0,6978 აშშ დოლარი შეადგინა.