აბუ-დაბი ახორციელებს ფაჰიდის კუნძულის მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 10,9 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც Aldar Development-მა შეიმუშავა.

ცნობების თანახმად, 2029 წლისთვის დაგეგმილია 6000-ზე მეტი საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობა და ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება მცხოვრებლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ცენტრალური ნაწილი იქნება 10 კილომეტრიანი პარკი, ხოლო მიწის დაახლოებით 30% ბუნებრივ ტერიტორიებს დაეთმობა.

პროექტი მოიცავს დაჩრდილულ ქუჩებს, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზებს და განვითარებულ დასასვენებელ და სპორტულ ინფრასტრუქტურას. კუნძულზე ასევე გაიხსნება ბრიტანული სკოლის, King's College School Wimbledon-ის კამპუსი.

ფაჰედის კუნძული აბუ-დაბის ერთ-ერთ მთავარ პროექტად ითვლება ინვესტორების მოსაზიდად და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.