უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსი...
ულტრათანამედროვე
საავტომობილო კომპლექსი
თბილისის შემოვლითი გზის
36-ე კილომეტრზე მდებარე 42 000
მ2 ფართობზეა განლაგებული.
მრავალფუნქციური
სერვისცენტრი დღეს
რეგიონში კომერციული
ტრანსპორტის მომსახურების
უმსხვილესი ცენტრია,
რომლის ჯამური
საინვესტიციო მოცულობა 100
მილიონ ლარს
აჭარბებს.გეზის ფილიალი
გამორჩეულია როგორც
თავისი მასშტაბებით, ისე
უნიკალური კონცეფციით. ის
პირველია რეგიონში,
რომელმაც სატვირთო და
კომერციულ ავტოტრანსპორტს
ორგანიზებულ და კომფორტულ
გარემოში სერვისის სრული
სპექტრი შესთავაზა.
სერვისცენტრი
მულტიბრენდულია და მზადაა
სხვადასხვა მწარმოებლის
ტექნიკის მისაღებად.
ფილიალის კიდევ ერთი
უპირატესობა მისი
სტრატეგიული
ადგილმდებარეობაა. ცენტრი
განთავსებულია ინდუსტრიულ
ზონაში, უმნიშვნელოვანეს
სატრანსპორტო
გზაჯვარედინზე, რომელიც
დატვირთულია სატვირთო
ნაკადებით თურქეთის,
აზერბაიჯანის, ცენტრალური
აზიისა თუ ევროკავშირის
ქვეყნების
მიმართულებებზე. შედეგად,
ეს ტრანზიტული ნაკადი
სწორედ ამ ფილიალში იყრის
თავს და იქმნება სერვისის
მძლავრი რეგიონული
ჰაბი.ირაკლი კობახიძე,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი: „ეს არის
ძალიან მასშტაბური
პროექტი, რომელშიც
დაახლოებით 100 მილიონი
ლარის ინვესტიციაა
განხორციელებული და ის
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ
პოტენციალს მნიშვნელოვნად
აძლიერებს. თბილისის
შემოვლით გზაზე შექმნილი
ეს უნიკალური პლატფორმა
თავისი სტანდარტებით
სცილდება
შიდასახელმწიფოებრივ
ჩარჩოებს. ეს არის
ამიერკავკასიაში პირველი
მულტიბრენდული და
მრავალფუნქციური სივრცე,
რომელიც სერვისის სრულ
სპექტრს ერთ ადგილზე
აერთიანებს. გვიხარია, რომ
ბიზნესი დღეს თავად
აწესებს განვითარების
ახალ, უმაღლეს თამასას და
ამ კუთხით „თეგეტა
ჰოლდინგი“ ნამდვილად
გამორჩეულია.
დასაფასებელია კომპანიის
მიდგომა გარემოს დაცვისა
და შრომის
უსაფრთხოებისადმი.
სახიფათო ნარჩენების
მართვის თანამედროვე,
უსაფრთხო სტანდარტები
აჩვენებს, რომ ჩვენი
ლოგისტიკური დერეფანი
არამხოლოდ სწრაფი და
ეფექტური, არამედ
ცივილიზებული და მდგრადიც
არის. სახელმწიფოსთვის
მსგავსი ინიციატივების
მხარდაჭერა პრიორიტეტია,
რადგან მდგრადი
სატრანზიტო დერეფანი
წარმოუდგენელია
განვითარებული
თანამედროვე სერვისების
გარეშე“.მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, რომ
მსგავსი რეგიონული
მასშტაბის პროექტი კიდევ
უფრო ამყარებს
საქართველოს პოზიციას
გლობალურ ეკონომიკურ
რუკაზე. მან „თეგეტა
ჰოლდინგის“ დამფუძნებელ
თემურ კოხოძეს, „თეგეტა
ჰოლდინგის“
ხელმძღვანელობასა და
თანამშრომლებს პროექტის
წარმატებით
განხორციელებისთვის
მადლობა გადაუხადა.თემურ
კოხოძე, „თეგეტა
ჰოლდინგის“ დამფუძნებელი:
„ოცდაათი წლის წინ ერთი
მაღაზიით დაწყებული
ისტორია დღეს უკვე
რეგიონული მასშტაბის
პროექტებით გრძელდება.
გეზის ფილიალი ამის
ერთ-ერთი ყველაზე ნათელი
მაგალითია, 42 000 კვადრატულ
მეტრზე განთავსებული, 100
მილიონ ლარზე მეტი
ინვესტიციით შექმნილი
მაღალტექნოლოგიური ჰაბი,
რომელიც თავისი
შესაძლებლობებით სცილდება
მხოლოდ საქართველოს
ბაზარს და კავკასიისა და
ცენტრალური აზიის რეგიონს
ემსახურება.ჩვენთვის ეს
პროექტი მხოლოდ
თანამედროვე
ინფრასტრუქტურა ან ახალი
სერვისცენტრი არ არის. ეს
არის ინვესტიცია
საქართველოს ეკონომიკის
მომავალში, ცოდნაში,
ადამიანებში,
ტექნოლოგიებსა და ქვეყნის
სატრანზიტო პოტენციალში.
გეზის ფილიალი აჩვენებს,
რომ ქართულ ბიზნესს
შეუძლია არა მხოლოდ
საერთაშორისო
სტანდარტების დანერგვა,
არამედ რეგიონში ახალი
ხედვის შექმნაც.დღეს
„თეგეტა“ აერთიანებს 300-ზე
მეტ საერთაშორისო ბრენდს,
3000-მდე თანამშრომელსა და
ინფრასტრუქტურას,
რომელსაც უკვე მთელი
რეგიონი უყურებს. ჩვენი
ხედვა კავკასიას სცდება, ამ
ეტაპზე, ჩვენი ფოკუსი
ცენტრალური აზიისკენაა
მიმართული და
გავაგრძელებთ ზრდას,
ინვესტირებასა და
საქართველოს, როგორც
ძლიერი რეგიონული
ეკონომიკური და
სატრანზიტო ცენტრის,
განვითარებაში
მონაწილეობას“.ღონისძიების
ფარგლებში სტუმრებმა
გეზის ფილიალიც
დაათვალიერეს. --ინფორმაცია
„თეგეტა მოტორსის“ გეზის
ფილიალის
შესახებულტრათანამედროვე
საავტომობილო კომპლექსს
გერმანული MAN-ის მიერ
უმაღლესი „A“ კატეგორია
აქვს მინიჭებული და
თანამედროვე
დანადგარებითა და
ინსტრუმენტებით არის
აღჭურვილი. ამჟამად
ფილიალში 40-მდე სამუშაო
სივრცე სრულადაა
ამოქმედებული. კომპლექსის
პირველ ბლოკში
განთავსებულია MAN-ის
ოფიციალური შოურუმი და
მულტიბრენდული
საავტომობილო სერვისი,
სადაც მომხმარებელს ერთ
სივრცეში შეუძლია მიიღოს
სამუხრუჭე სისტემის,
გამონაბოლქვისა და
მაშუქების დიაგნოსტირება,
სავალი ნაწილის
შემოწმება-შეკეთება,
ძრავის დიაგნოსტიკა და
ელექტროსისტემების
აღდგენა როგორც მსუბუქი
კომერციული, ისე მძიმე
სატვირთო
ტრანსპორტისთვის.ფილიალის
მეორე ბლოკი ეთმობა
დიზელის საწვავ სისტემებს,
ძალურ გადაცემას,
სამაცივრო აგრეგატებს,
ვულკანიზაციასა და
სამღებრო-სათუნუქე
სერვისებს. ამ სივრცეში
განთავსებულია
სამღებრო-სათუნუქე უბანი,
რომლის ანალოგიც რეგიონის
არცერთ ქვეყანას არ აქვს.
22-მეტრიან სამღებროში
ყველაზე დიდი გაბარიტების
ავტომანქანის შეღებვა
ერთიანად არის
შესაძლებელი. აგრეთვე,
მომხმარებელს
შესაძლებლობა ეძლევა,
ავტომობილის ჩარჩო და
ძალური კონსტრუქცია
ქარხნული პარამეტრების
შესაბამისად აღადგინოს,
ფრანგული წამყვანი
ბრენდის CELETTE-ს უახლესი, ე.წ.
რობოტის, კომპლექტის
საშუალებით. პარალელურად,
უკვე სრული დატვირთვით
მუშაობს სამაცივრე
სისტემების სერვისი Thermo King,
სადაც სამუშაოებს
გადამზადებული და
გამოცდილი მექანიკოსები
ასრულებენ.თანამედროვე
ტექნოლოგიებთან ერთად,
„თეგეტასთვის“
უმნიშვნელოვანესია
გარემოსდაცვითი
კომპონენტი და შრომის
უსაფრთხოება. ყველა
სამუშაო სივრცე
აღჭურვილია იტალიური
წარმოების ამწეებითა და
გერმანული Balzer-ის სერვისის
ორმოებით. სწორედ აქ
დაინერგა რეგიონისთვის
უნიკალური სერვისი,
რომელიც სახიფათო
ნარჩენებისგან დასვრილი
აგრეგატების უსაფრთხო
რეცხვას გულისხმობს
სპეციალური ხსნარებით.
გეზის ფილიალში დანერგილი
ბიზნესპროცესები სრულად
მომხმარებელზეა
მორგებული. სატრანსპორტო
საშუალების მფლობელს
პერსონალური სერვისის
მრჩეველი ემსახურება,
რომელიც ყველა საჭირო
საკითხს მართავს,
განაცხადის გახსნიდან
ანგარიშსწორებამდე. მეტი
კომფორტისათვის სერვისის
მისაღებად წინასწარ
ჩაწერაცაა შესაძლებელი
როგორც ონლაინ, ისე
სატელეფონო ზარით.
ფილიალის ტერიტორიაზე
მოქმედებს „თეგეტა
ლაუნჯი“ და „საირმე
ბეიქერის“ კომფორტული
სივრცე.
1784285100