წელს, პირველ ნახევარში, აზერბაიჯანის გაზის ექსპორტმა 12.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

ინფორმაციის თანახმად, ექსპორტირებული გაზიდან 5.9 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში გავიდა, 4.9 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში (მათ შორის 3 მილიარდი კუბური მეტრი TANAP-ის გავლით), 1.2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოში და 0.7 მილიარდი კუბური მეტრი სირიაში.

სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე ქვეყანამ 25.4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა.

„წარმოებული გაზის მთლიანი მოცულობიდან 7.3 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლიდან, 13.7 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ დენიზიდან, 0.8 მილიარდი კუბური მეტრი აბშერონიდან და 3.6 მილიარდი კუბური მეტრი SOCAR-დან მოდიოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.