„ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, რაც სოციალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.