თბილისში,  Axis Towers-ში   Starbucks-ი გაიხსნა. ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ Axis Towers-შიდაუდასტურეს. Starbucks-ის პირველი ფილიალი მომხმარებლებს დღეიდან მასპინძლობს.

ცნობისთვის, საქართველოში "სტარბაქსის" მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

Starbucks-ის  ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

BP.GE