საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებსშორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიცმოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროშითანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილიშეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდებაინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნისსაბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა,ასევე, საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემსგაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე, ძალიან მოწინავე პოზიციები აქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.













