,,ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ახალი გარემოებები იკვეთება, რომლებიც პროცესის საჯარო სტრატეგიის ცვლილებაზე მიუთითებს. ყველასთვის ცნობილია, რომ აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა აქციონერმა, ნათია ჯანაშიამ, საკუთარ პირად გვერდზე საჯარო პირობა დადო, რომ ბიზნესდავისგან მოახდენს არასრულწლოვანი შვილების დისტანცირებას. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს დავაში ბავშვების საკითხით მანიპულირებისა და მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის კონტექსტის ტირაჟირების შეწყვეტას“ - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე.

საქმე ეხება მიმდინარე კონფლიქტს ნათია ჯანაშიასა და 70%-იანი წილის მფლობელ „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შორის, რომელიც 2024 წელს, ჯანაშიას დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო. პროცესის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გამახვილდა ყურადღება დავაში არასრულწლოვნების არამართლზომიერი ჩართვის მცდელობებზე. აფბამ არაერთხელ განაცხადა არასრულწლოვანების უფლებების დარღვევაზე და მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. ამის მიუხედავად, ნათია ჯანაშიამ კვლავ დაუშვა მძიმე შეცდომა და ბიზნესდავისადმი მიძღვნილ პოსტში სხვისი მცირეწლოვანი შვილებიფოტოსურათები მშობლების ნებართვის გარეშე გამოქვეყნა, რაც კრიტიკის საფუძველი გახდა დამოგვიანებით თავად ჯანაშიამ საერთოდ წაშალა ის ფოტო.

წინა კვირას, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა), რომელიც აღნიშნული დავისმონიტორინგს ახორციელებს, დადებითად შეაფასაჯანაშიას გადაწყვეტილება. ასოციაციის განცხადებით, საკუთარ კონტროლირებად გამოცემებსა და საჯარო სივრცეში შვილების უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და სხვა პირადი ინფორმაციის წინ წამოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგან ქართული ბიზნესდავების ისტორიაში უპირატესობის მოსაპოვებლად მცირეწლოვანი ბავშვების გამოყენების პრაქტიკა არასოდეს ყოფილა და ეს დაუშვებელი მეთოდები ჯანაშიას გარდა არავის გამოუყენებია.

ოფიციალური მონიტორინგის ფარგლებში, აფბა აგრძელებს დავისა და მისი თანმდევი პროცესების მეთვალყურეობას როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების ინტერესების დაცვას და სამართლებრივი რეციდივების პრევენციას, რადგან საჯარო გამოხმაურებები აჩვენებს, რომ ამ ნაბიჯს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა საზოგადოების მხრიდანაც.

მოხდა სამწუხარო ფაქტიც, როგორც ჩანს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნათია ჯანაშიამ არ აცნობა საკუთარ ადვოკატს, ბატონ ტარიელ კაკაბაძეს, რომელმაც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოახდინა ნათია ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირება და მოიხსენია ისინი სახელებით. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავშვების პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ნათია ჯანაშიას, მისი წარმომადგენელბისა და მის მიერ კონტროლირებადი გამოცემებით ხდება, რაც დაუშვებელია. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მათ, რომ დაიცვან სიფრთხილე ბავშვების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების კუთხით და განუხრელად მიყვნენ ქართულ კანონდმებლობას, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მათი შვილები,“ - ამბობს ბაჩანა ჯინჭარაძე.

ანალიტიკოსების აზრით, ნათია ჯანაშიას მხრიდან ტაქტიკის შეცვლა და ბავშვების საკითხის დისტანცირება გარდამტეხი მომენტია, თუმცა დავის ძირითადი ფინანსური და სამართლებრივი ასპექტები კვლავ მწვავე ფაზაში რჩება. სამართლებრივი და საჯარო კონტექსტის პარალელურად, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახსრების მიტაცებისა და გაფლანგვის მუხლით. „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის შეფასებით, საუბარია 4 მილიონი დოლარის ოდენობის სახსრების სავარაუდო მითვისებაზე.