საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (16.9%), ისე ტანსაცმლის (4%) ქვეჯგუფებზე;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2%), თევზეული (2.9%), პური და პურპროდუქტები (2.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.4%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1.7%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0.8%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21%), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%), ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და პურპროდუქტები (12.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9%);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე.
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9%).