“საბანკო სექტორის სანქცირება ჩათვალეთ, რომ ეს არის მთლიანად ეკონომიკის პარალიზება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ჭარაიამ ორი ექსპრეზიდენტის მიერ ქართულ ბანკებზე მიტანილი შეტევის შეფასებისას „იმედის კვირას“  განუცხადა.

„ვერ გადავიხდით გადასახადებს, კომუნალურებს, ვერ მივიღებთ ხელფასს, ვერ შევძლებთ ვალუტის გადარიცხვას. თუ ასეთი მომავალი ვინმეს საქართველოსთვის სურს, ძალიან სამწუხაროა. საბანკო სექტორის დაზიანება არ არის ვიღაცის დაზიანება, ეს არის თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დაზიანება და, საბოლოოდ, ამან შეიძლება, ისეთი მასშტაბის სირთულეები გამოიწვიოს ქვეყანაში, როგორიც არასდროს გვქონია“, – განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსენებთ, ქართული საბანკო სექტორის შესახებ ცრუ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გაავრცელა და თქვა, რომ საჯარო მოხელეებზე ქართული ბანკები უპროცენტო სესხებს გასცემენ და თუ დავალებას კარგად შეასრულებენ სესხებს უნულებენ.

ზურაბიშვილის ინტერვიუდან მალევე, X-ზე „ქართუ ბანკის“ და ქვეყნის სხვა ბანკების დასანქცირება მოითხოვა მიხეილ სააკაშვილმა.